|
2019-01-09 11:54:18, 1274 ნახვა
საზოგადოება
იმნაძე: აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ
აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე. „დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)