10:45 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 19:02:50, 1750 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველები და ორსულები ხვალიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. 

როგორც მინისტრმა განმარტა, ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. 

 “გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. 

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics