|
2015-06-16 10:56:25, 415 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ
„ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის შობის ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისი ტრაგედიას უკან მოიტოვებს და წელში გაიმართებს ისე როგორც არასდროს. „ტრაგედია ძალიან მძიმე კვალს გვამჩნევს თოთოეულ ჩვენგანს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვხედავთ ბოლო 2 დღეში დიდ სოლიდარობას მსოფლიოში ქართველების მიმართ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში და საქართველოს გარეთ. გული მიკვდება, როცა ვხედავ, თუ რა მოხდა თბილისში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ამ ტრაგედიასაც მოიტოვებს უკან და ისე მაგრად გაიმართება წელში, როგორც არასდროს წარსულში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)