|
2018-12-27 15:21:58, 4095 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ქურქებისთვის ცხოველებს აღარ დახოცავენ
2017 წლის აგვისტოში გერმანიამ 6 დარჩენილ სასაკლაოს, სადაც ცხოველებს ბეწვისთვის ზრდიდნენ საბოლოო განაჩენი გამოუტანა - ამით საერთაშორისო ცხოველების დაცვის კომპანია PETA-მ, სახელმწიფოს 20 წლიანი სასამართლო ბრძოლა მოუგო. "20 წლის წინ არავის სჯეროდა, რომ დადგება დღე, როცა გერმანიაში ცხოველებს ქურქებისთვის აღარ გაზრდიან , ჩვენ დაგვცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ბრძოლა ამაოა და ვერაფერს გავხდებით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - ნათქვამია "PETA Germany"-ს განცხადებაში. კანონი ძალაში 2019 წლიდან შევა, ის დარჩენილი 6 "ქურქების" ფერმის ეტაპობრივ გასხვისსებას და გადაიარაღებას გულისხმობს. გასულ წელს ანალოგიური პროცედურა იაპონიამ და ხორვატიამ გაიარა. ცხოველებისადმი არაადამიანური მოპყრობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კანონით ისჯება, მაგრამ როგორ ეპყრობიან სიკვდილისთვის განწირულ ცხოველებს - მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჰუმანური (თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ ამ კონტექსტში) პატრონია ფერმერი. ამ 3 წლის განმავლობაში უამრავმა ცნობილმა ბრენდმა (ვერსაჩე, გუჩი, ჯორჯიო არმანი, ბოტეგა, კელვინ კლეინი, რალფ ლორეი, ვივიენ ვესტვუდი და სხვები) ცხოველების ტყავის და ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს "გარდატეხა" მოდის ინდუსტრიაში , თანამედროვე სინტეტიკური მასალების იმ დონეზე განვითარებაა, რომ სხვაობა მასსა და სინტეტიკას შორის თითქმის უხილავი გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)