22:35 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 10:55:03, 1053 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც  ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის სარწყავ სისტემას.

პროექტის ფარგლებში, სოფელ საიმერლოში,   არსებული გრუნტის არხი,  ჯამში 630 მეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.  დაგეგმილია წყალგამშვები ფარებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობა, გარემონტდება     ჰიდროტექნიკური ნაგებობა.  

დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე  შესრულებულია.

აღმაშენებლის სარწყავი სისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად,  მუნიციპალიტეტში  1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის - (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ფუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics