|
2018-12-21 20:36:51, 5210 ნახვა
ევროპის ამბები
ქუცნაშვილი ენმ-ს: ხალხმა მეექვსედ მოგიგოთ არჩევნები, თუ ასე გააგრძელებთ, ჩვენი შეცდომების მიუხედავად მეშვიდედაც დამარცხდებით
"როცა ერთიანი მართლმსაჯულების სისტემაში ჩვენ ჯოხს ვტეხავთ მხოლოდ გამოძიების ნაწილზე და არ ვთხოვთ პასუხს სხვა ორგანოებს მაშინ ისმის კითხვა - ვართ თუ არა ბოლომდე ობიექტურები?! ვხედავთ სისტემას მთლიანობაში?! თუ იმის გამო გვინდა, გახარიაზე და მის გუნდზე აგრესიის გადატანა, რომ ისევ პოლიცია გიგებთ არჩევნებს?! უფრო მეტიც, თქვენ გგონიათ, რომ "ოცნება" გიგებთ არჩევნებს. მე გეტყვით, რომ არც პოლიციას მოუგია თქვენთვის არჩევნები და არც ჩვენ მოგვიგია არჩევნები. თქვენ არჩევნები მეექვსედ მოგიგოთ საქართველოს მოსახლეობამ. ქართველმა ხალხმა მოგიგოთ მეექვსედ და მეექვსედ გითხრათ, რომ არ გვინდიხართ და თავი დაგვანებეთო. ამას გეტყვით მეშვიდედაც, მერვედაც, სანამ სააკაშვილს არ დაანებებთ თავს, სანამ ძალადობრივ ხელწერას არ დაანებებთ თავს და სანამ არ მიხვდებით იმას, რომ არჩევნების ბედს წყვიტავს არა პოლიცია ან რომელიმე პარტია, არამედ ხალხი. მაგრამ ხალხს ვერ ეხებით. ხალხს ეხებიან მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ნათესავები, რომლებიც გემრიელ ტონში მოიხსენიებენ ქართველ ხალხს. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის გული თქვენსკენ არასდროს შემოტრიალდება. თქვენ ამის აღიარება არ გინდათ და ამიტომ ჯოხი უნდა გავტეხოთ გახარიაზე, ჯოხი უნდა გავტეხოთ "ოცნების" წარმომადგენლებზე. ქართველმა ხალხმა მოგიგოთ არჩევნები მეექვსედ და თუ ასე გააგრძელებთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შეცდომების მიუხედავად მეშვიდედაც დამარცხდებით".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)