18:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:49:29, 1019 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, შენგელაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, შენგელაიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი დასრულდა. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის ამორტიზებული მილები შეიცვალა. მთლიანად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. 40 წლის განმავლობაში შენგელაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ განხორციელებულა. ახლა უკვე მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 230 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics