18:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 16:36:49, 1096 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ძველ ვეძისში წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი ეწყობა

სოფელ ძველ ვეძისში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელი 15 კილომეტრზე ეწყობა. მიმდინარეობს ასევე, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. 

ძველ ვეძისში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. 

„ჩვენთვის თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალსადენის ცენტრალური ქსელის მოწყობა პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, სოფელ ძველ ვეძისში მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში მომარაგდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

პროექტის განხორციელებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 850 000 ლარი გამოიყო. 

სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics