|
2018-12-20 14:26:15, 1503 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - გიორგი გახარია პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „საკითხი დგას ძალიან მარტივად - დაგვიბარეს პარლამენტში დეპუტატებმა, შეკითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მინისტრთან შეკითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის შეკითხვას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი - გავცეთ პასუხი. დაგვიბარეს პარლამენტში - მოვდივართ. აქამდეც არაერთხელ დავუბარებივართ პარლამენტში და ჩვენ ყოველთვის ვცხადდებოდით. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის პირობებში, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ. ვისაუბრებთ ყველა აქტუალურ საკითხზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)