|
2018-12-20 12:55:39, 1462 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ხელფასი წოდების მიხედვით 7 526 სამხედროს გაეზრდება, 1 634 სამხედრო კი, ბინით დაკმაყოფილდება
„2019-2020 წლებში ხელფასი წოდების მიხედვით 7526 სამხედროს გაეზრდება და 1 634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯარისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას მეტი რესურსი უნდა დაეთმოს. „გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველოში გაიხსნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1 634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)