|
2018-12-18 20:02:22, 2938 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუეა
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. "სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწემე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)