|
2018-12-17 17:52:02, 1256 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა
17 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. სანახაორბრივ რბოლაში პირველ ადგილზე გასულ ზვიად დვალიშვილს „ვიანორისგან“ „ნოკიანის“ პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და „ვისოლისგან“ 200 ლიტრი საწვავი ერგო, მეორე ადგილზე გასულმა შაკო ციხელაშვილმა „ვისოლისგან“ 200 ლიტრ საწვავი და „ვიანორისგან“ ფრანგული „ტოტალის“ საავტომიბილო ზეთი მიიღო, მესამე ადგილზე გასულ დავით აბულაძეს კი 100 ლიტრი საწვავი და „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა. ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ „ნოკიანის“ ცნობილი ბრენდის გარდა, ზამთრის საბურავების ფართო არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში, თოვლში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზების მისაღებად თავს არ ზოგავდენ. „ვისოლ ჯგუფის თასი“ გუდაურში უკვე მეორედ ტარდება. „ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენა მოაწყო. შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
(R)
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)