|
2015-06-15 14:03:31, 393 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის გამო გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ
თბილისში მომხდარი სტიქიის გამო გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ის გადამხდელი, ვინც შექმნილი ვითარების გამო საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას ვერ მოახერხებს, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან. „2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 15 ივნისი გამოცხადდა უქმე დღედ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას და ყველა ის გადამხდელი, რომელიც აღნიშნულის გამო, ვერ მოახერხებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)