|
2015-06-15 13:25:02, 505 ნახვა
საზოგადოება
მზია შარაშიძე: დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული
ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის განცხადებით, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული. მისი თქმით, სტიქიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში თბილისის მასშტაბით არც ცოცხალი და არც მკვდარი ცხოველი ნაპოვნი არაა. ამასთან შარაშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით კონკრეტულად ზოოპარკის არცერთი ბინადრის ძებნა არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდისა და დაღუპული ცხოველების აღმოჩენის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის დადგენა, დაკარგული არიან თუ არა ცხოველები და რამდენი. „ამ წუთების მონაცემებით, არაფერს კონკრეტულად არ ვეძებთ. პირველ რიგში, აუცილებელია ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად დავთვალოთ, რამდენი ცხოველია დაღუპული ადგილზე, შემდეგ მოხდება ამ ინფორმაციის შედარება ცოცხალ ცხოველებთან. აქედან გამომდინარე შეგვეძლება ვთქვათ, რამდენი ცხოველი იძებნება. რეალურად სტიქიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში არცერთი ცოცხალი და არც მკვდარი ცხოველი თბილისის მასშტაბით ნაპოვნი არაა. დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ზოოპარკის ტერიტორიიდან რომელიმე ცხოველი გაქცეული, რადგან საკუთარი თვალით ნანახი არავის ჰყავს. ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება. ამ ეტაპზე ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არის თუ არა რომელიმე ცხოველი გაქცეული, რადგან ზოოპარკის ტერიტორიაზე დაღუპული ცხოველები ვერ დავთვალეთ“, - განაცხადა მზია შარაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)