|
2018-12-07 18:20:19, 2593 ნახვა
სამხედრო
ნუკრი გელაშვილი: გაუგებარია, რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტს წარმოადგენს. მისი თქმით, ამ დროისათვის სასწავლო მასალის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორთათვის და მასზე წინსწრებით ნეგატიური ფონის შექმნა ყველასთვის საზიანო იქნება. თავდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიაზე და არა კლასიკური ფორმით დასაბეჭდ სახელმძღვანელოზე. გელაშვილის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სამუშაო ვერსია არსებობს, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს უახლოეს მომავალში. „ავტორთა მხრიდან შემუშავებული სასწავლო მასალის ბოლო ვერსია დაეგზავნება რელევანტურ უწყებებსა და სპეციალისტებს, მათი მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით. მას შემდეგ კი, რაც სასწავლო მასალა შეჯერდება დაინტერესებულ მხარეებთან, იგი გამოყენებული იქნება სასწავლო დანიშნულებით საპილოტე რეჟიმში მხოლოდ 14 სკოლაში, რაც გულისხმობს მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებასა თუ წინადადებების ასახვას პარალელურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ პროექტს ჩვენი ჯარი, რომელიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, ესწრებოდა ათასობით მოსწავლე და ამ სასწავლო კურსის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ მათი მხრიდან გამოთქმული მაღალი ინტერესი გახდა“, - აცხადებს ნუკრი გელაშვილი.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)