11:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 17:08:13, 857 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.

„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის,  ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე, საჯარო სამსახურსა და უამრავ სხვა გამორჩეულ პოზიციაზე ყოფნისას, სიბრძნითა და გონიერებით მუდმივად ახდენდა ერთგულებისა და თანაგრძნობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, მისი დიდი წვლილი ცივი ომის მშვიდობიანი დასასრულის და ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს", -  აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics