|
2018-12-06 17:00:00, 1926 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია - ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული
თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამაებელ გამოსვლაში ტოტალური თავდაცვის სისტემის ამოქმედების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ხაზგასმით აღნიშნა. მათ შორის რეზერვის ახალი სისტემა და პროექტი „ჩვენი ჯარი“. „ტოტალური თავდაცვის სისტემის დამკვიდრებისთვის და რეალიზებისათვის ჩვენ, როგორც უწყებათაშორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ისე საზოგადოების ჩართულობის მაღალ ხარისხსაც ვუზრუნველყოფთ"- განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით წელს საპილოტე პროექტის სახით ახალი რეზერვის სისტემა შეიქმნა, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა. ასევე იგეგმება 10 წლის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა, სადაც რეზერვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარება აისახება. "წელს ტოტალური თავდაცვის პრინციპის ფარგლებში ახალი ინიციატივა დავიწყეთ, როგორიცაა პროექტი „ჩვენი ჯარი“. ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სწორედ განათლებით, აღზრდით იწყება. გავეცანით რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოფიცრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეიარაღებული ძალები გვაქვს, რატომ ისწრაფვის ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა. წლის დასაწყისში, I ეტაპზე, ჩვენ 263 სკოლა მოვიცავით. II ეტაპი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოიცავს 383 სკოლას. I ეტაპზე 15 000 მოსწავლე იყო ჩართული, ხოლო II ეტაპზე 20 000-მდე მოსწავლე. ამ გამოცდილების საფუძველზე მომავალ წელს საპილოტე პროექტის სახით ვგეგმავთ დავიწყოთ არჩევითი საგანი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ერთადერთი ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მოზარდ თაობაში საფრთხეების იდენტიფიცირება, პასუხისმგებლობის გაძლიერება, პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გახლავთ. რასაკვირველია, როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გვქონდა არის ერთ-ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ შეიძლება საფრთხის რეალიზება და ეს სახელმძღვანელოში ინფორმაციის სახით ერთ-ერთი კომპონენტი იქნება“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)