21:19 - 13 Aug, 2026
|
2015-06-15 10:33:56, 1330 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა ქართველი ხალხისთვის დახმარების აღმოსაჩენად მზადაა
უკრაინის პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილში პეტრო პოროშენკო თბილისში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვამს მოძმე ქართველი ხალხისთვის თავსდატეხილ უბედურებას და მზადაა მათთვის დახმარების აღმოსაჩენად.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)