|
2015-06-15 10:32:48, 377 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ. ისინი წითელ ჯვარს და გაეროს უმაღლეს ლტოლვილთა კომისარიატს ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა-გადანაწილებაში ეხმარებიან. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა პირველადი დახმარების ნივთებით, საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სპეციალური ვერტმფრენი დატვირთეს, რომელიც ბეთანიასა და ახლდაბაში დაზარალებულებს მიაწოდეს. მთელი დღის განმავლობაში საჯარო რეესტრის მენეჯმენტი და 100-მდე თანამშრომელი სტიქიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს. „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)