02:09 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:03:52, 1470 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო ზურაბიშვილს: ვენეციის კომისია მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების გატარებაში

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, ვენეციის კომისია მზად იქნება საქართველოს ხელისუფლების  ძალისხმევას რეფორმების გატარებაში მხარი დაუჭიროს. 

„დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლო ჯერ ირჩევდა. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. იცოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს მისალოც წერილში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics