|
2018-12-05 10:13:40, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ალიანსის წევრი ქვეყნები განაგრძობენ საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების მტკიცე მხარდაჭერას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან და უკრაინასთან განხილული იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველო და უკრაინა რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში განიხილებიან. მინისტრის განცხადებით ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული ყველა იმ საკითხსა და მიმართულებაზე რაც აქტუალურია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ მხრივ პარტნიორების მხრიდან გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებები „პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ ხელშესახები პროგრესი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის განხორციელების კუთხით, რომელიც ემსახურება საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას და აუცილებელია, რომ იყოს მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა და არის საგრძნობი პოზიტიური დინამიკა ქვეყნების მხარდაჭერაში ამ მიმართულებით. ნატოელი მეკავშირეები აღიარებენ იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს ინტეგრაციის გზაზე და ასევე არის მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებელია დაიწყოს შემდგომი დისკუსიები, იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. ძალიან ბევრი მკაფიო მხარდამჭერი განცხადება მოვისმინე დღეს და ეს არის ძალიან დამაიმედებელი და ძალიან პოზიტიური დინამიკა ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან" - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე „არ ყოფილა არცერთი კრიტიკული შენიშვნა. იყო მხოლოდ და მხოლოდ საუბარი პოზიტივზე. კერძოდ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საგრძნობი პროგრესის თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანას აქვს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით". მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოკავშირეებმა საქართველოს მიულოცეს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და გამოითქვა მზაობა, რომ პარტნიორები გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალური არის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ადგილზე შექმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. მინისტრის განცხადებით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობის თვალსაზრისით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები რაც გამოიკვეთა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში. „ამ მიმართულებით თანამშრომლობა, სამიტზე დასახული გეგმების განხორციელების თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან ნატო გააგრძელებს მომავალ თანამშრომლობას", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და ნატოსთან.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)