|
2018-12-03 13:14:26, 1650 ნახვა
სამართალი
სასამართლომ კარვის გაშლაზე ზაზა სარალიძის სარჩელის განხილვა შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შეწყვიტა. საკითხი დღეს იხილებოდა, თუმცა როგორც პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ განმარტა, კარვები რუსთაველის გამზირზე დღეს უკვე გაშლილია და შესაბამისად სასამართლო დავის გაგრძელების აზრს ის ვერ ხედავს. „მე რაც მაინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხის ვერ მივიღეთ და როგორც ჩანს ვერასოდეს მივიღებ რის საფუძველზე გვიკრძალავდნენ კარვების გაშლას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პროცსის დასრულების შემდეგ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმიღ, სასამართლოს გადაწყვეტილება ცუდი შეტყობინებაა. „სასამართლომ თქვა, რომ თუ ოდესმე კარავის დადგმის უფლება შეგიზღუდეს, მაგრამ დღეს კარავი გაშლილი გაქვს, არ ვიმსჯელებ, შეზღუდვა კანონიერი იყო თუ არაო. ასე რომ, სარალიძე-მაჩალიკაშვილის საქმეზე ისე დასრულდა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა, არ ვიცით, შსს მოქმედება კანონიერი იყო თუ არა. წარმომიდგენია, როგორი ცუდი პრაქტიკის წინაპირობა შეიძლება გახდეს ეს გადაწყვეტილება შსს-თვის. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, ორი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, პირველი – პრაქტიკულად, სამინისტრომ დაადასტურა რომ დღეს საფუძველი არ არსებობს, რომ კარავი არ იყოს გაშლილი, თუმცა სასამართლომ სარჩელის მოთხოვნის პირველ ნაწილში, შეფასებულიყო, რამდენად კანონიერი იყო მოთხოვნა შსს-ს მხრიდან, რომ იქ კარავი არ ყოფილიყო გაშლილი თავის დროზე, მსჯელობისგან თავი შეიკავა და ამ ნაწილშიც შეწყვიტა საქმის განხილვა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ცუდი შეტყობინება, რადგან, თუკი ოდესმე ვინმე მოინდომებს კარვის გაშლას და სამინისტრო მოვა და გეტყვით, რომ არ გაგაშლევინებთ კარავს, ამის შემდეგ ორი თუ სამი თვის თავზე, როცა კარავი უკვე გაშლილია და განიხილავს სასამართლო ამ საქმეს, სასამართლო არ იმსჯელებს, პირველად, როცა კარვის გაშლა გსურდათ, შეგეზღუდათ თუ არა კანონიერი უფლება. მან შეიძლება ძალიან ცუდ პრაქტიკას დაუდოს საფუძველი“, - განმარტა სხდომის დასრულების შემდგომ სულხან სალაძემ.
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)