00:55 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 16:04:49, 1205 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს

გაერთიანებული ოპოზოცია „ძალა ერთობაშია“ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ამის შესახებ ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს ე.წ. ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც შვიტანთ სასამართლოში და მოვითხოვთ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად იქნას ცნობილი. აგრეთვე უნდა ჩატარდეს გამოძიება“,  - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე ათასობით  ადამიანი შეკრებილი. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics