|
2018-12-02 12:03:14, 3371 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ჰომოსექსუალ მღვდელმსახურებს, ღვთისმსახურებაზე უარის თქმას ურჩევს
რომის პაპი ფრანცისკე ჰომოსექსუალ მღვდელმსახურებს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას ურჩევს, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. პატიფიკოსის თქმით, ბოლო პერიოდში ჰომოსექსუალიზმი ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა. მისივე მტკიცებით ჰომოსექსულიზმის მოდურობა და არსებული მენტალობა, ეკლესიაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. „საულიერო პირებს ასეთი მიდრეკილებები არ უნდა ჰქონდეთ. უმჯობესია ღვდისმსახურებაზე უარი თქვან, ვიდრე ორმაგი ცხოვრებით იცხოვრონ“, - განაცხადა რომის პაპმა. ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესია 2005 წელსაც გამოვიდა. მას შემდეგ სხვდასხვა სახის აკრძალვები მოქმედებდა მათ შორის ღვთისმსახურებისთვის, რომლებსაც არატრადიციული ორიენტაცია ჰქონდა. 2016 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ღვთისმსახურებს სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეეკავათ, მათ შორის ჰომოსექსუალური კავშირისგან. აგრეთვე იკრძალებოდა გეი-კულტურის ღია მხარდაჭერა. კათოლიკური ეკლესია ჰომოსექსუალობას ტრადიციულად ცოდვად აფასებს. ამასთან, პონტიფიკოსად ფრანცისკეს არჩევის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ამ მიდგომის ლიბერალიზება მოხდებოდა. 2013 წელს, თანამდებობის დაკავების შემდეგ რამდენიმე თვეში, ფრანცისკე ამბობდა: "თუ პიროვნება არის გეი, ეძებს ღმერთს და მას კარგი ზრახვები აქვს, ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო?".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)