06:31 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 20:46:06, 1312 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

ჭალადიდი-კოლხეთის და საჯავახო-ნიგოითის გადასარბენზე ძლიერი ქარის და უხვი ნალექის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა, რამაც რკინიგზისთვის  დენის მოწოდების შეწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „რკინიგზაში“ აცხადებენ, შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.

„ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების მსვლელობა განრიგის მიხედვით ხორციელდება.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics