|
2015-06-14 20:18:41, 4198 ნახვა
Lifestyle
ჟურნალისტი ეკა ლომიძე: წუხელ, ზოოპარკში თუ რამე მოძრაობდა, დახოცეს
ჟურნალისტი ეკა ლომიძის ინფორმაციით, წუხელ ზოოპარკში ცხოველების დასაძინებლად დამაძინებელი ნემსები არ გამოიყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ლომიძის თქმით, ამ სიტუაციას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აკონტროლებდა. „მოკლედ, ახლა სანდო პირებმა დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ წუხელ, ზოოპარკში შევიდა რამდენიმე ტლუ და ბოგანო ფორმიანი და თუ რამე მოძრაობდა, დახოცეს. ამ სიტუაციაზე კონტროლი ჰქონდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსო. ახლა თქვენ განსაჯეთ ვინ ვის რისი უფლება მისცა იქ. მაშველებს არავისთვის არ უსროლიათ. ეს ზუსტად ვიცი. მეტიც, დამაძინებელი ნემსები რომ მოიტანეს, ის არარაობები მაინც არ სროდნენ და ერთი ტყვიის დახლასაც არ კმარობდნენ, ფაქტობრივად ცხრილავდნენ საწყალს მხეცებსო. შუმბაც გადარჩენილი, თავისთვის ყოფილა და ვიღაც ნაბიჭვარმა დაახალა. მინდა მოკვდეს ისიც და ყველა, ვინც წუხელი ცხოველები დახვრიტა. მინდა საშინელი სიკვდილით მოკვდნენ. სავარაუდოდ ლეოპარდია გაქცეული და იმას დასდევენ დასაჭერად ახლა და თუ დამჭერებს შორის მკვლელბიც არიან, მინდა ლეოპარდმა გამოგლიჯოს ყელი“, – აღნიშნა ეკა ლომიძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)