|
2018-11-30 11:57:06, 2959 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების წინააღმდეგ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს გმობს. რეზოლუციის ავტორები სენატორები რონ ჯონსონი და კრის მიორფი არიან. ჯონსონის თქმით, ის მოხარულია, რომ ამერიკის სენატმა ხსენებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო და ამ ფორმით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. გარდა ამისა, სენატორის შეფასებით, რუსეთი საკუთარი ქმედებებით "დასავლეთის გამოცდა" უნდა. რაც შეეხება მეორე სენატორს, კრის მიორფის მტკიცებით, ამ რეზოლუციით ამერიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა, რომ მისი აგრესიული ქმედებები აზოვის ზღვაში მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს მსოფლიოს მხრიდან. დოკუმენტში კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნონ უკრაინას ხომალდები და გაათავისუფლონ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. ამასთან, რეზოლუციაში ხაზგასმით ნათქვამია, რომ აშშ არ სცნობს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას და ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)