08:23 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 13:38:06, 3365 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი: დასავლეთი რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვას და პუტინის ჩამოგდებას ცდილობს

„დასავლეთი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად გაგუდვას და პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდებას ცდილობს“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტთან“ საუბრისას განაცხადა.
პესკოვის განცხადებით,  დასავლეთის მიზანია, რუსეთის ხელისუფლების დამხობა და ვლადიმერ პუტინის იზოლირება.
„დასავლეთის ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს იყენებენ.უკრაინის კრიზისის მოგვარების შემთხვევაშიც კი დასავლეთი რუსეთს არ შეეშვება“,-დასძინა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. დონეცკის აეროპორთან  პრორუსი სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics