|
2015-06-14 16:50:33, 563 ნახვა
საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სხეულის დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანმა მიიღო დაზიანება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განუცხადა. სერგეენკოს ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეს და ამ დროისთვის 5 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. „მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმის არის. ძირითადად საშუალო სიმძიმის დაზიანებებია. ერთ პაციენტს აქვს მძიმე ტრამვა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს საბედნიეროდ მათ შორის ბავშვები არ არის“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვლილების შესახებ მონაცემები ითვლება და საბოლოო მონაცემები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას გააცნობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)