|
2015-06-14 16:39:31, 422 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს
სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სამსახური - მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელები ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. „მზიურის კოშკების“ მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, დილიდან მუშაობენ იმ ცხელ წერტილებში, რომლებიც გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. ადგილებზე ხდება გეოლოგიური პროცესების შეფასება და პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით . ვერტმფრენით, არაერთგზის მოხდა გეოლოგიურად აქტიური ადგილების შეფასება/დათვალიერება, მათ შორის წყნეთი- ბეთანიისა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე. ადგილზე შეფასებული მდგომარეობის შედეგად დაიგეგმა უსაფრთხოების ღონისძიებები, რათა საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობასა და საავტომობილო გზებზე მოძრაობას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ წყნეთში მდებარე „ბაქსვუდის“ სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეფასებულ იქნა სტიქიისგან გამოწვეული შედეგები და ადგილზე გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)