|
2015-06-14 16:09:00, 439 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები, ცხოველების დახოცვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები პეტიციას ავრცელებენ, სადაც სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. „სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად. დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა. ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა: 1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი 2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ „, – ნათქვამია პეტიციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)