|
2018-11-26 15:36:15, 2426 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: ქერჩის მოვლენები საშიში პროვოკაციაა - საომარი დროშის ფრიალი არასწორია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, ქერჩის სრუტეში განვითარებული ფაქტი "საშიში პროვოკაციაა", - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. გარდა ამისა, პესკოვი შექმნნილ ვითარებას უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ გზით მოქმედ პრეზიდენტს "ხალხის ხმების მოპოვება სურს". "იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, მსგავსი გადაწყვეტილება მათი მხრიდა, ხმების მოგების მცდელობას ჰგავს. საომარი დროშის ფრიალი, ეს ინტრიგები რა თქმა უნდა ჩვენი აზრით საკმაოდ საშიში და არასწორია", - განაცხადა პესკოვმა. კითხვაზე მოახდენს თუ არა რუსეთი ჯარების სრულ მობილიზებას პესკოვმა ასე უპასუხა: "არც კი ვიცი რა გითხრათ". მისივე თქმით, კრემლის ლიდერი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)