|
2018-11-26 14:20:12, 2275 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პატრიარქი რუსეთს: მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, დამალეთ ხმლები და სახლებში დაბრუნდით
უკრაინის პატრიარქი ფილარეტი ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. ფილარეტი რუსეთს მოუწოდებს აგრესიისგან თავი შეიკავოს. "თქვენ არ გეშინიათ ადამიანური კანონების და არც თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგებს. გგონიათ, რომ ტყუილით ყველაფრის დაფარვა არის შესაზლებელი. იცოდეთ და გახსოვდეთ: ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველას თავისას მისცემს. მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ - გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმლები და სახლებში დაბრუნდით!", - მიმართა უკრაინის პატრიარქმა რუსეთს. როგორც პატრიარქმა განაცხადა, 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა. მისივე თქმით, "უკრაინელ ხალხს ამ აგრესია მხოლოდ ერთი პასუხი უნდა ჰქონდეს - ის სამშობლოს დასაცავად უნდა დადგეს". "ყველას ერთობისკენ მოგიწოდებთ, ვინაირად გამარჯვების გარეშე დედამიწაზე არც მშვიდობა იქნება და არც ბედნიერება. მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს ლოცვა გააძლიერონ და ახსოვდეთ, რომ ჩვენს გვერდით ღმერთია. ასევე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დაივიწყონ წყენა და უთანხმოება - ახლა გაერთიანების დროა. თუ მტერი გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას - რის მართვას გააგრძელებთ?!", - განაცხადა ფილარეტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)