|
2018-11-26 09:18:56, 2183 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა
რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხნა, - ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბორის ბაბინმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად უკრაინის მხრიდან რამდენიმე მოქალაქეა დაჭრილი და მძიმედ დაშავებული. ბორის ბაბინის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის პასუხად, უკრაინის უშიშროების საბჭოსგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. რუსეთის უშიშროების სამსახური უკრაინის სამი ხომალდის დაკავების და ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს. რუსეთი უკრაინულ გემებს ტერიტორიულ წყლებში შეჭრას ედავება. რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)