06:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 18:55:44, 1943 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თელავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.რ. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, საიდანაც სხვადასხვა ელექტროტექნიკა მოიპარა.

„იქვე მდებარე, ამავე კაფის მეპატრონის სახლიდან კი ფული - 220 ლარი წაიღო. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან რამდენი ქუჩის მოშორებით გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც მოიპარა, მასში ნაქურდალი ნივთები მოათავსა და მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად დ.რ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები, ფული და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics