12:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 00:54:44, 5676 ნახვა

სპორტი
ჟურნალისტი გვანცა ფიფია - „რუსთავი2“-მა რაც ახლა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით აჩვენა, ყველა ზღვარს სცდება

რამდენი დღეა, ვაკვირდები და ხმას არ ვიღებ იმაზე, რაც პირადობის მოწმობების გარშემო ხდება. „რუსთავი 2“-მა რაც ახლა აჩვენა და გააკეთა, ყველა ზღვარს სცდება, – ამის შესახებ ჟურნალისტი სააგენტო "აქცენტის" დამფუძნებელი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ, წალენჯიხაში, საპასპორტო სამსახურში ახლა არის დედაჩემი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიეთ. დედაჩემი მაგ სამსახურში წლებია, მუშაობს – იმაზე ადრე, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა. ყველა ტესტირება გაიარა (100–დან 99–98 ქულებით) და მადლობის წერილებიც უდევს სახლში. ჟურნალისტობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იცით, ეს დღეები ამ ცილისწამების გამო რა გამოიარა? იცით, ამ ასაკამდე ისე მოვიდა, ცხოვრებაში ერთი ტყუილი არ უთქვამს და არც არასდროს არავის ,,კაცი“ და კადრი ყოფილა?! იმისთვის, რომ ის ეკეთებინა და პირნათლად შეესრულებინა ყოველთვის თავის მოვალეობა, არც „ნაცების“ ლობისტობა სჭირდებოდა, არც „ქოცების“ და საერთოდ, არც ერთი პარტიის. უბრალოდ არაპროფესიონალიზმია ასე ცალსახად, ხელაღებით მიუვარდე და არქივის დოკუმენტებს პირადობები ეძახო და ცილი დასწამო ადამიანს.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, უსამართლობაზე თვალი არასდროს დამიხუჭავს, არც ერთი პარტიის, თუ ჩინოვნიკის მიმართ სუბიექტური არასდროს ვყოფილვარ. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ის დედაა და მე სუბიქტური ვარ. არა, ის მართლა თავისი საქმის პროფესიონალია და საერთოდ არაფერია სიმართლის ნატამალი იმაში, რაზეც დღეს მას უწევს თავის მართლება. დედა აუცილებლად მიმართავს სამართლებლივ გზას მისი სიმართლის დასადასტურებლად და აუცილებლად მოგიწევთ პატივისა და ღირსების შელახვისთვის პასუხისგება“,-წერს ჟურნალისტი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში.



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics