04:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 17:38:30, 1256 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. ერთ-ერთი, ზღვის უბნის III მიკრორაიონის IV კვარტალში, N57 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 400 კვ.მ ფართობზე შესრულდა.

პროექტის ფარგლებში, განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, ბორდიური და ფილები მოეწყო, განთავსდა საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა; ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები.

რეაბილიტირებული სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ზღვის უბანში ბევრი გამწვანებული ტერიტორია გვაქვს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა სკვერის რეაბილიტაცია ერთდროულად ვერ ხდება, თუმცა ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა პრიორიტეტია და ვცდილობთ, ასეთი ადგილები ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ზღვის უბნის III მიკრორაიონის გარდა, არსებული სკვერების რეაბილიტაცია ც. დადიანის ქ. N65-ის მიმდებარედ, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე განხორციელდა. გურამიშვილის გამზირზე, 141-ე სკოლის მიმდებარედ კი ახალი სკვერი მოეწყო.

ოთხივე პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 323 382 ლარი გამოიყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics