|
2015-06-14 12:59:14, 544 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტრო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის მერის მოადგილისგან გიორგი ხელაიასგან მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ. როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო დღეს უკვე მზადაა, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 10 მლნ ლარი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ასევე, ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს, დღეს განაახლონ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, არ შეფერხდეს გადარიცხვები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)