16:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 10:13:47, 1407 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველოს ჰყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე

„საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში, „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიღარიბის დაძლევაში მთავარი ბარიერი ჭარბვალიანობაა.

„ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. სიღარიბის დაძლევა სამწუხაროდ, გადის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე. სიღარიბის დაძლევაში გვაქვს პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ისევ ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის ამ მასშტაბის პრობლემა. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე, მას სჭირდება სისტემური მიდგომა, ის ვერ გადაიჭრება ერთჯერადი ნაბიჯით. ეს პრობლემა დაგროვილია წლების განმავლობაში და ჩვენ ის გვერგო ისტორიულად. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ სტატუსკვოს და ამ გარემოს შექმნა წინა პერიოდში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაწყების სასტარტო წერტილი გახლდათ 2007 წლის 29 ივნისის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მოიხსნა ე.წ. მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთებზე. სწორედ ეს არის პერიოდი, რომლის შემდეგაც დაიწყო ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების ფილოსოფია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საბაზრო ეკონომიკასთან“,- განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics