16:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 10:09:33, 1334 ნახვა

კომენტარი
გახარია: დაისჯება ყველა, თუ ვინმემ პატრულს მითითება მისცა, რომ ნაცვლიშვილისთვის შეღავათი გაეწია

ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

"საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი. რაც შეეხება, კონკრეტულ საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - დაისჯება. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც დაისჯება. მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics