16:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 16:41:11, 1624 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციოალური მოძრაობის“ მიმართ

„მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურანლისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილი  „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ ჩემს წინააღმდეგ, რასაც არ ვიცი თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე  ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ახალი ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გრიგოლ ვაშაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics