22:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 16:10:46, 1747 ნახვა

საზოგადოება
რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

იჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ" კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
 
საქართველო როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე საერთაშორისო ინსტრუმენტების მოთხოვნათა შესრულების გზით ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას.
 
საქართველო შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სფეროში ყველა იმ ძირითადი ხელშეკრულებისა და რეჟიმის მონაწილეა, რომლებსაც არსებითი წვლილი შეაქვთ რეგიონში ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.
 
ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებით, საქართველო ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ღია დაწესებულებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ" კონვენციის მოთხოვნებთან და პასუხობს ბიოუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics