22:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 20:18:26, 1804 ნახვა

საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - ლევან ხაბეიშვილმა კალაძეს „ინტერის“ მაისური გაუგზავნა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თბილისის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მისთვის მილანის „ინტერის“ მაისურის გადაცემა სთხოვა.

„თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისმა გამოსვლამ მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა. ამის გამო მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ვითარება  მალევე განიმუხტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics