|
2018-11-13 13:38:48, 3149 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის 9 შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე იმ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ თურქეთიდან სალონიკსა და ათენში მიგრანტები გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში ირანის მოქალაქე დაიღუპა. სწორედ ამ შემთხვევის დროს პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა შეძლო. გამოცემა წერს, რომ ავტომობილის მძროლს, რომელსაც 14 მიგრანტი გადაჰყავდა 85 წელი მიუსაჯეს. ის 30 წლის, მოლდოვას მოქალაქეა. სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა. სულ საქართველოს მოქალაქესთან ერთად დამნაშავედ, საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ცნეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)