|
2018-11-12 16:24:45, 1395 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს: თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე
„შენ თუ ადამიანობის ერთი პროცენტი გაქვს შერჩენილი, მე შვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გაქვს კაცობა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დედამ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს. მედიკო მარგოშვილმა გოგაშვილის დასჯა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. „რის გულისთვის, არაფრის გულისთვის წამართვი თემირლანი. თემირლანი შენი ნიკოლოზივით განებივრებული არ იყო. თემირლანი ალალ-მართალი, პატიოსანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო, რას ერჩოდი, რის გულისთვის წამართვი, ერთადერთი განუმეორებელი შვილი. ნუთუ სინდისი არ გყოფნის, რომ ჩამოხვიდე და აღიარო შენი არაადამიანობა, შენი დანაშაული“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. მედიკო მარგოშვილის თქმით, სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს. „შენ ვიცი, რომ გაქცევას აპირებ. ამერიკაში კი არა ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს, შენს სინდისზეა ჩემი შვილის მკვლელობა. შენ, არაადამიანო, მეც მიყვარდა, როგორც შენ გიყვარს შენი ნიკოლოზი“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)