|
2015-06-13 13:01:49, 366 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: სახეზეა ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულების დარღვევა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხი განიხილეს. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, თუ “ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები არ შეიცვლება, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. „იმ ფორმით, რომლითაც კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტში, ასევე იმ ფონზე როდესაც საუბარი გვაქვს ერთის მხრივ, ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, მეორეს მხრივ, სახეზეა საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია, ამ ფორმით ასეთი შინაარსის კანონის მიღება ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვნად დააზიანებს ერთის მხრივ, საბანკო სექტორს მეორეს მხრივ, მთლიანად ეკონომიკას და ცხადია, ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ვეტო“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. პრეზიდენტის მრჩევლის თქმითვე, აუცილებელია, რომ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩაერთონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის ინიციატივის განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)