|
2018-11-12 12:33:24, 1772 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - მ.ს-ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. „სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 19 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)