|
2018-11-11 11:51:32, 2297 ნახვა
სამართალი
პოლიციამ იმერეთში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ფ. ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქს ყაჩაღურად თავს დაესხა და სალაროში არსებული თანხა გასტაცა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)