|
2018-11-10 13:19:01, 1861 ნახვა
სამართალი
გარდაბანში 2 პირი დააკავეს, რომლებიც მოქალაქეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხას სძალავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-დან „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ. სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)