|
2018-11-09 12:13:33, 3740 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის, ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა
სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ სირიის სააგენტო SANA-ს ჟურნალისტ ჰუსნი მაჰალის ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 4 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ SANA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ ჟურნალისტს რამდენიმე ბრალდება წაუყენა.კერძოდ მაჰალის 1 წელი, 8 თვე და 25 დღე თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფისთვის მიესაჯა, რადგან ჟურნალისტმა თურქეთი სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ასევე 2 წლით, 5 თვით და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავად ერდოღანის კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის. დაკავებული ჟურნალისტების ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ "ყველა პოლტიკოსი, დიპლომატი, უცხოელი მინისტრი, მათ შორის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებენ, რომ ერდოღანის რეჟიმი სირიაში ტერორისტებს ხლს უწყობს...როგორც ჟურნალისტი, ის ამ განცხადებებს დაეყრდნობა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)